მეხუთე დღეა სოფელ ნიქოზის მკვიდრს 43 წლის სიმონ კანდელაკს ეძებენ. მამაკაცი თბილისში ვეტერანთა ჰოსპიტალში მკურნალობდა, 29 მაისის შემდეგ კი აღარავის უნახავს.
ოჯახის წევრების თქმით, სიმონ კანდელაკი ომის ვეტერანია. ჯანმრთელობის პრობლემები ცოტა ხნის წინ შეექმნა, რის გამოც სამკურნალოდ თბილისში გადმოიყვანეს. მას ამნეზია აქვს.