26 აპრილი 2024,   15:30
ვრცლად
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა ეკონომიკური გეგმა წარადგინა

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გუნდთან ერთად საქართველოს ეკონომიკური გადარჩენის გეგმა წარადგინა, რომელიც პრობლემურ სესხებზე და უძრავ-მოძრავი ქონების ჩამორთმევაზე 6-თვიან მონატორიუმს ითვალისწინებს. გიორგი ვაშაძემ სამ მნიშვნელოვან მიმართულებაზე ისაუბრა, რომლითაც ქვეყანა ეკონომიკის გადარჩენას შეძლებს.

"სამწუხაროდ დღეს ჩვენ საუბარი გვიწევს ეკონომიკის გადარჩენაზე, რადგან 6 თვის მანძილზე, "ქართული ოცნების", დამსხვრეული ოცნებების მთავრობის გადადგმული ნაბიჯები ბოლომდე ჩაფლავდა. ჩაფლავდა იმიტომ, რომ ეს იყო გათვლილი, მათ ვიწრო წრეზე, მათი ბიზნესების და არა ხალხის გადარჩენაზე. 

სამი ძირითადი პრობლემა, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, პირველი არის ლარის კურსის დრამატული ვარდნა, რომელიც აღარიბებს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, მეორე - 200 ათასზე მეტი ადამიანია დარჩენილი შემოსავლის გარეშე, იმიტომ, რომ უმუშევარი დარჩა და მესამე - ეს არის გაკოტრებული მცირე და საშუალო ბიზნესი, რომლის დასახმარებლადაც არაფერს არ აკეთებს დამსხვრეული ოცნებების, პირდაპირ, ხაზგასმით ვიტყვი, ჩაფლავებული მთავრობა. 

ერთადერთი რასაც გვეუბნებიან, თურმე საჩხერის მოდელი ყოფილა საქართველოს განვითარების პერსპექტივა. საჩხერეში შეგახსენებთ, მოსახლების 14.5% უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. 

"სტრატეგია აღმაშენებლის" გუნდთან ერთად, შევიმუშავეთ სამი ინიციატივა, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა მოვიდეს მოქმედებაში, რომ გადავარჩინოთ ხალხი შიმშილს. 

პირველი ეს არის, რომ უნდა გამოცხადდეს 6 თვიანი მორატორიუმი და შეჩერდეს ყოველგვარი აღსრულება და ქონების ჩამორთმევა ხალხზე. მეორე, ამერიკამ და ევროპამ გამოგვიყო 5 მილიარდი ლარი. ჩვენ ვამბობთ, ამ 5 მილიარდიდან უნდა ჩამოყალიბდეს 5 მილიონიანი ფონდი, რომლითაც მოხდება 100%-იანი სესხის პროცენტის სუბსიდირება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის და ფიზიკური პირებისთვის, ვინც დაკარგა სამუშაო ადგილი. მესამე, ყველა პენსიონერს, უნდა ჩამოეწეროს ვალი, 36 %-იანი სესხი, ეს უნდა მოხდეს იმიტომ, რომ ეკონომიკა გადავარჩინოთ,"- აცახდებს პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი გიორგი ვაშაძე.

დღის ამბები