ესტონეთში საქართველოს საელჩომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გამართა. დამოუკიდებლობის დღე საქართველოს ესტონეთის პრემიერ- მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ მიულიცეს.
საზეიმო ღონისძიებაზე გაიმართა ქართული კულტურული ძეგლების გამოფენა, აგრეთვე ქართული ქვევრის ღვინის პრეზენტაცია. ესტონელ სტუმრებს უჩვენეს ფილმი ქართული ღვინის წარმოების შესახებ. ასევე გაიმართა სამოსელი პირველის გამოფენა.