20 ნოემბერი 2024,   22:26
ვრცლად
დეპუტატთა ნაწილს არ გაურკვევია მავნებელია, თუ არა, მარიხუანას მოხმარება

მარიხუანასთან დაკავშირებით, კანონმდებლები უახლოეს დღეებში დაიწყებენ მუშაობას კანონში შესატან ცვლილებებზე. დეპუტატთა ნაწილს ჯერჯერობით არ გაურკვევია, არის, თუ - არა, მავნებელი მარიხუანას მოხმარება ჯანმრთელობისთვის და მათი გადაწყვეტილებაც სწორედ ამის დაზუსტებაზეა დამოკიდებული.

პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრია ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, სპეციალისტებმა უნდა თქვან მარიხუანა რამდენად არის უვნებელი ჯანმრთელობისთვის.

„თუ ის უწყინარია და ადამიანების ჯანმრთელობას არა თუ ავნებს, არამედ ხელს უწყობს მხარს დავუჭერ, მაგრამ თუ ის მავნებელია და ადამიანების ფსიქიკურ მდგომარეობას ანგრევს, არც ერთმა ჯანმრთელმა ადამიანმა არ უნდა დაუჭიროს მხარი,“ - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

დეპუტატთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მარიხუანას მოხმარება მავნებელია ჯანმრთელობისთვის, თუმცა მკაცრი სანქციები მიუღებელია.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას თქმით, მკაცრი მიდგომა და პატიმრობის შეფარდება რელევანტური არ არის.

თუმცა, როგორც ბესელია აცხადებს, მარიხუანას ლეგალიზების მომხრე არ არის.
„მგონია, რომ კანონმდებლობის კუთხით, გარკვეული მიდგომების შეცვლა არის საჭირო,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები