25 აპრილი 2024,   04:23
ვრცლად
EMC ე.წ მეტადონის პროგრამით მოსარგებლეებთან დაკავშირებით ჯანდაცვის უწყების გადაწყვეტილებას აკრიტიკებს

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" ე.წ მეტადონის პროგრამით მოსარგებლეებთან დაკავშირებით ჯანდაცვის უწყების გადაწყვეტილებას აკრიტიკებს. ნარკომანიის ჩანაცვლებითი პროგრამის მკურნალობის წესში შეტანილ ცვლილებების მიხედვით ბენეფიციარები რამდენიმე ულუფას წინასწარ ვერ მიიღებენ, რაც არასამთავრობო ორგანიზაციას ეპიდემიის, პანდემიის, ან ეპიდემიოლოგიური აფეთქების დროს სწორად არ მიაჩნია.

უფლებადამცველების შეფასებით ამგვარი მიდგომა უარყოფითად აისახება ჩანაცვლებითი პროგრამის ბენეფიციარების უფლებრივ და სოციალურ მდგომარეობაზე და სერიოზულ საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორი გურამ იმნაძე აცხადებს, რომ ნარკოტიკის მომხმარებლები წარმოადგენენ სხვადასხვა დაავადების რისკ-ჯგუფს და მათი იძულება, რომ ყოველდღიურად გამოცხადდნენ კონკრეტულ ადგილზე, ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით და იდგნენ რიგში, სერიოზულ რისკებს ქმნის.

დღის ამბები