20 ნოემბერი 2024,   22:31
ვრცლად
რეფორმატორების ლიდერი მთავრობას სიცრუეში ადანაშაულებს

რეფორმატორების ლიდერი მთავრობას სიცრუეში ადანაშაულებს. ირაკლი ღლონტის თქმით, რამდენიმე დღის წინ, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები, უმუშევრობის შემცირებასთან დაკავშირებით, ხელოვნურია.

"ერთად მივიდეთ და გავაპროტესტოთ ბიძინა ივანიშვილის მარიონეტი მთავრობის ხელმძღვანელის ირაკლი ღარიბაშვილის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ის იაფფასიანი და ტყუილის შემცველი პოზიციები, რომლითაც ის საზოგადოებას და საერთაშორისო ორგანიზაციებს აყრის თვალში ნაცარს, რომ თითქოს საქართველოში უმუშევრობის კლებაა," - განაცხადა ირაკლი ღლონტმა.   

დღის ამბები