20 ნოემბერი 2024,   22:22
ვრცლად
"მარიხუანას მოხმარებისათვის ადამიანი საპატიმრო სანქციით არ უნდა დაისაჯოს,“ - აკაკი მინაშვილი

მარიხუანასთან დაკავშირებით კანოში შესატან ცვლილებებზე ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ პარლამენტის წევრებმა სხვა უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა იმუშაონ, თუმცა ისინი მარიხუანას დეკრიმინალიზაციასა მხარს დაუჭერენ.

პარლამენტის ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი აკაკი მინაშვილი აცხადებს, რომ ეს საკითხი არ არის ამ ეტაპზე ქვეყანაში პრიორიტეტული, რადგან არსებობს სხვა ძალიან ბევრი პრობლემა.

„არსებობს ბევრი სხვა გამოწვევები, მათ შორის ეკონომიკასთან მიმართებაში, უსაფრთხოებასთან, საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში, მაგრამ ასევე ვთვლი, რომ მარიხუანას მოხმარებისათვის ადამიანი საპატიმრო სანქციით არ უნდა დაისაჯოს,“ - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები