ხმაურით მიმდინარეობდა აქცია ომის ვეტერანთა სამხედრო ჰოსპიტალის მიმდებარე ტერიტორიაზე. პროტესტი აქციის წევრებში ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის უფროსის მოადგილის მისვლამ გამოიწვია.
აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც მედპერსონალისა და პაციენტებისთვის ცნობილი გახდა, რომ შენობის ავარიულ მდგომარეობაში ყოფნის გამო შესაძლოა, მისი დახურვის საკითხი დადგეს.
აქციის მონაწილეები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.
მათი თქმით, აუცილებელია შენობისთვის ყურადღების მიქცევა ან ალტერნატიული ფართის გამოყოფა.