16 აპრილი 2024,   07:36
ვრცლად
სოხუმის დაცემის დღე "ქართული ოცნების" ზუგდიდის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერებმა ენგურის ხიდზე სიმბოლური შეკრებით გაიხსენეს

სოხუმის დაცემის დღე სიმბოლური შეკრებით გაიხსენეს ენგურის ხიდზე "ქართული ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერებმა. ენგურის ხიდთან იმყოფებოდნენ მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი, სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია და ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია. მდუმარე აქცია, სადაც სანთლებით დააწერეს "ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს" "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით გაიმართა.

"წარუშლელი ტკივილი ახლავს თან 27 სექტემბრის ტრაგიკულ დღეს. დარწმუნებული ვარ, ჩვენს აფხაზ ძმებთან ერთად ჩვენ აუცილებლად შევქმნით ევროპულ სახელმწიფოს, ერთად შევქმნით ჩვენი ქვეყნის ერთიან მომავალს. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა თაობამ ომით გაყოფილი ქვეყანა ისეთივე მეგობრობითა და სიყვარულით გააერთიანოს, როგორიც ამ შეკრებაზე იგრძნობოდა," - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დღის ამბები