17 ნოემბერი 2024,   21:37
ვრცლად
"მე არ ვიცოდი, ომში რომ წავიდა, ვეხვეწებოდი, ჩამოდი მეთქი და მე ძმებს ვერ დავტოვებ, დედაო..." - სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა

დღეს 27 სექტემბერია - სოხუმის დაცემის დღე და უმძიმესი თარიღი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. ზუსტად 27 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ამ ნაწილის ოკუპაცია დაიწყო.

ჯერ სოხუმი დაეცა, ორი დღის შემდეგ ოჩამჩირე, 30 სექტემბერს კი გალი. ომს 10 000-ზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

დღეს ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს იხსენებენ. გმირების მემორიალთან დილიდან იმყოფებოდნენ მოქალაქეები, დაღუპულების ახლობლები, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და ოპოზიციური პარტიების ლიდერები.

"გამეპარა, 17 წლის იყო და მოეწყო პოლიციის აკადემიაში. მე არ ვიცოდი, ომში რომ წავიდა. ვეხვეწებოდი ჩამოდი და მე ძმებს ვერ დავტოვებ დედაო, როგორ მეუბნები მაგასო," - აცხადებს გოგიტა კიკნაძის დედა ელენე აფციაური-კიკნაძე.

ზაზა ნადარეიშვილის დეიდა უმძიმეს ტრაგედიას იხსენებს.

​"შენობაში იყვნენ შიგნით, რომ გამოვიდნენ იქ დახვრიტეს. 26 წლის მერე მოძებნეს და ძმათა სასაფლაოზეა დასაფლავებული," - აცხადებს დაღუპული ზაზა ნადარეიშვილის დეიდა.

 

დღის ამბები