03 ოქტომბერი 2024,   17:30
ვრცლად
ხულოს მუფთი მასშტაბური აქციებით იმუქრება

ხულოს მუფთი მასშტაბური აქციებით იმუქრება, თუ სოფელ მოხეში დაკავებულებს უპირობოდ არ გაათავისუფლებენ.

იგი მუსლიმ მრევლთან ერთად დღეს დილით  ახალციხეში ჩავიდა. პოლიციის სამმართველოსთან შეკრებილები კი დაშლას არ აპირებენ. ისინი იქ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს ელოდებიან.

სოფელ მოხეში დაკავებულ 14 ადამიანს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ. მათი გათავისუფლების მოთხოვნით ახალციხის პოლიციის სამმართველოსთან მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ ადიგენის რაიონის 11 სოფლის მცხოვრებლები.

ისინი დაკავებულთა გათავისუფლებასთან ერთად, სოფელ მოხეში სადავო შენობის კვლავ მეჩეთად გადაკეთებას ითხოვენ. შენობას კი ათწლეულების განმავლობაში კულტურის სახლის სტატუსი ჰქონდა. ამჟამად იქ შენობის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და მისი ბიბლიოთეკად გადაკეთება იგეგმება. სწორედ სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობას მოჰყვა დაპირისპირება სოფელ მოხეში გუშინ ადგილობრივ მუსლიმებსა და პოლიციას შორის, რის შემდეგაც 14 ადამიანი დააკავეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები