20 ნოემბერი 2024,   22:29
ვრცლად
დასეტყვილი და განადგურებული მოსავალი გორში - ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ

სოფელ ზემო სობისის მცხოვრებლები ძლიერმა სეტყვამ განსაკუთრებულად დააზარალა. ადგილობრივები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრის მოთხოვნით დღეს სოფლის ცენტში ერთად შეიკრიბნენ.

სოფელ ზემო სობისში ამ განცახედებების შემდეგ გორის მუნიციპალიტეტის გამგეელი მივიდა. ადგილობრივი ხელუფლების წარმომადგენლები განმარტავენ, რომ სტიქიით დაზარალებულებისთვის ზარალის დათვლას სპეციალური კომისია უახლოეს დღეებში დაიწყებს.

2-დღიანმა სეტყვამ ზემო სობიესიის მსგავსად განსაკუთრებით სოფლები მერეთი, ზაზიანთ კარი, გუგუთიანთ კარი, კარბი და ახრისი დაზარალდა. სულ სტიქიამ გორის რაიონის 40 სოფელი დააზარალა.

ადგილობრივები სეტყვას მაცივარში მუნიციპალიტეტის წამომადგენლებისთვის ამდრომდე ინახავენ.

სოფელი ბერშუეთი სეტყვამ შარშანაც დააზრალაა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ დაპირების მიუხედავად წინა წლის ზარალი მათთვის არავის აუნაზღაურებია, ამიტომ იმედი არც წელს აქვთ.

სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარების თაობაზე მსჯელობდნენ დღეს გორის მუნიციპალიტეტში საგანგებო თათბირზე. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სეტყვით დაზარალებული სოფლების მოსახლეობას შეძლებისდაგვარად დაეხმარებიან. 

 

ავტორები: 

ამავე თემაზე
დღის ამბები