03 ოქტომბერი 2024,   17:27
ვრცლად
დავით სერგეენკო მინისტრის ტელეფონის შესახებ

დავით სერგეენკო სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ საბიუჯეტო თანხებით ძვირად ღირებული მობილური ტელეფონის შესყიდვაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს.

ჯანდაცვის მინისტრმა ამის შესახებ კომენტარი მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა. მინისტრისთვის სამსახურებრივ საკითხებზე მედიაში ატეხილი აჟიოტაჟი მიუღებელია.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ბიუჯეტის თანხები იხარჯებოდეს დაზოგილად და მიმართული იყოს მოქალაქეების ინტერესებისაკენ. თუმცა რაღაც საზღვარი და ზომა აქვს, როდესაც სამსახურებრივი მოხმარების ტელეფონის მოდელზე ტყდება საზოგადოებრივი აჟიოტაჟი. მე ყოველთვის ვცდილობ ზომიერი ვიყო კომენტარებში, მაგრამ აჟიოტაჟი ტელეფონზე უკვე ყოველგვარ ზღვარს სცილდება. ამაში განსაკუთრებული არაფერი არ არის. ეს არის სამსახურებრივი მოხმარების ნივთი,“ - განაცხადა მინისტრმა.

მთავრობის სხდომა კანცელარიაში ამ წუთებში იწყება.

ამავე თემაზე
დღის ამბები