26 აპრილი 2024,   15:28
ვრცლად
ფიქსირდება ამომრჩევლის მოსყიდვის, ფიზიკური ძალადობისა და არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო კამპანიაში ჩართვის ფაქტები - "სამართლიანი არჩევნების" ანგარიში

"სამართლიანი არჩევნების" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდიში, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის 7 ფაქტი გამოვლინდა. დეტალები წინასაარჩევნო მონიტორინგის მეოთხე შუალედურ ანგარიშშია ასახული. დოკუმენტის თანახმად, მთავარ გამოწვევას ამომრჩეველზე, აქტივისტებზე და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე განხორციელებული ზეწოლის, მუქარისა და ხელის შეშლის ფაქტები წარმოადგენს.

"ყველაზე საგანგაშო დარღვევის ფაქტს ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევები წარმოადგენდა, რომლებიც საგრძნობლად გაიზარდა. ბოლო ფაქტი იყო გუშინ მარნეულში, როდესაც "ევროპული საქართველოს" აქტივისტი ტირის თოფით დაჭრეს. ფიზიკური დაპირისპირებები იყო ასევე ბოლნისში, დმანისში და თბილისში.

რაც შეეხება ამომრჩეველთა მოსყიდვას, კვლავ ფიქსირდება ასეთი ფაქტები, თუმცა განსხვავებას წარმოადგენს ის, რომ ამჯერად ეს ოპოზიციის მხრიდანაც ხდება. მაგალითად, ასეთი 2 ფაქტი დაფიქსირდა "ევროპული საქართველოს" მხრიდან, კერძოდ, ამომრჩევლებს ისინი სთავაზობენ, რომ უფასო იურიდიულ დახმარებას გაუწევენ მათ.

"ქართული ოცნების" შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მიერ, მოსახლეობისთვის გარკვეული დახმარებების შეთავაზება იყო. ამ პერიოდში ასევე დაფიქსირდა ერთი ფაქტი, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების. ამასთან, კამპანიაში ჩართულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თუმცა მას წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვა კანონით ეკრძალება,"- აცხადებს "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი ელენე ნიჟარაძე.

დღის ამბები