03 ოქტომბერი 2024,   17:27
ვრცლად
"პატიმრობის კოდექსში" შესატან ცვლილებებზე დღეს პარლამენტში იმსჯელებენ

"პატიმრობის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, უვადო პატიმრობასთან დაკავშირებით რამდენიმე სიახლე იგეგმება.  

უვადო პატიმრებს, 25-ის ნაცვლად, 20 წლის გასვლის შემდეგ ექნებათ უფლება, მოითხოვონ მათი გათავისუფლების საკითხის განხილვა. ხოლო საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან თავისუფლების შეზღუდვის შეცვლის შესაძლებლობა კი, 20-ის ნაცვლად, 15 წლის გასვლის შემდეგ ექნებათ.

ამ საკითხებზე დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იმსჯელებენ.

შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ ლიბერალიზაციის ეს ტენდენცია ევროპულ კანონმდებლობაში აღინიშნება. 

დღის ამბები