არქიმანდრიტი, დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვარი მამა ილარიონი აცხადებს, რომ 1938 წლის რუკა არის მნიშვნელოვანი, რომელითაც შეთანხმების მიხედვით უნდა ეხელმძღვანელათ მხარეებს.
არქიმანდრიტის თქმით, სიმართლე აუცილებლად გამომჟღავნდება.
"სიმართლე გამოჩნდება თავის დროზე. ფაქტია, რომ უდაბნოს მონასტერი დაკეტილია. გონიერმა ადამიანებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების. არსებობს შეთანხმება, რომ კონკრეტული რუკით უნდა ისარგებლონ საქართველომ და აზერბაიჯანმა.
კონკრეტული რუკით არ იყო სარგებლობა, რუკები უამრავია სხვადასხვა დროს შექმნილი. იყო შეთანხმება რომ 1938 წლის რუკით უნდა ეხელმძღვანელათ,"- განაცხადა მამა ილარიონმა.