26 აპრილი 2024,   23:38
ვრცლად
მარნეულის პოლიციაში გუშინდელი ინციდენტის დროს დაშავებულები უკვე 4 საათია იკითხებიან

მარნეული ამ დრომდე ცხელ წერტილად რჩება. ჯერჯერობით, არავინ დაუკავებიათ იმ დაპირისპირების გამო, როდესაც დაშავდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და ოპერატორები.

აქტიურად მიმდინარეობს დაკითხვებიც. უკვე 4 საათია, პოლიციას ინფორმაციას აწვდიან დაშავებულები. მათ შორის არის "მთავარი არხის" ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი.

როგორც ჯეიჰუნმა უწყებაში შესვლამდე განაცხადა, ის დაკითხვის დროს ისაუბრებს იმ ორ პირზე, რომელიც "ქართული ოცნების" შტაბთან მასზე ძალადობდა. 

რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძეს, რომლის სახელი და გვარი ხშირად გაისმა ბოლოს მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, განცხადებას ამ დრომდე არ აკეთებს. 

დღის ამბები