20 ნოემბერი 2024,   22:37
ვრცლად
რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული მამაკაცის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია

ოჯახისთვის ამ დრომდე უცნობია სად იმყოფება რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული 60 წლის ამირან დურგლიშვილი.

მომხდარის შესახებ მისმა ახლობლებმა პოლიციასაც აცნობეს, თუმცა დამატებითი ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არც მათგან მიუღიათ.

ოჯახის ვარაუდით ის, შესაძლოა უკვე ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში გადაეყვანათ.

60 წლის ამირან დურგლიშვილი გუშინ გორის რაიონის სოფელ ბერშუეთთან დააკავეს. ის სოფლის განაპირას, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე პირუტყვს მწყემსავდა. ბერშუეთი ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვრება.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები