„ღია მმართველობის პარტნიორობის“ ევროპის რეგიონული კონფერენცია გაიმართება დღეს თბილისში, რომელსაც პრემიერმინისტრი გახსნის.
ღონისძიებას 20 ქვეყნის დელეგაციები დაესწრებიან, მათ შორის შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან და საფრანგეთიდან.
„ღია მმართველობის პარტნიორობა“ მთავრობებისა და სახელისუფლებო შტოების მეტ გამჭვირვალობას გულისხმობს. პარტნიორობის მონაწილე ქვეყნის მთავრობები იღებენ ვალდებულებას, მოქალაქეებისათვის იყვნენ უფრო ღია და გახსნილი.
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)“ დირექტორის გიორგი კლდიაშვილის განმარტებით, ეს არის ფაქტობრივად აღიარება საქართველოში ღია მმართველობის თვალსაზრისით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯების.
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტის სულხან სალაძის თქმით, „ღია მმართველობის პარტნიორობა“ ხაზს უსვამს მოქალაქეთა მონაწილეობას მმართველობაში, ახალი ინოვაციების და ტექნოლოგიების გამოყენებას.