საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საგანგებო მიღებას, ვაშინგტონში, ამერიკის შეიარაღებული ძალების, სახელმწიფო დეპარტამენტის, კონგრესის და სხვა ფედერალური სტრუქტურების მაღალჩინოსნები დაესწრნენ.
შეერთებული შტატების საზღვაო ძალების მდივანმა რეი მებუსმა საქართველოს შეიარაღებული ძალების საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მნიშვნელოვან როლსა და ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე ისაუბრა.
„როდესაც ამერიკამ ჩამოაყალიბა კოალიცია ერაყში, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც დაიწყო მოქმედება შეერთებული შტატების სამხედროების მხარდამხარ,“ - განაცხადა რეი მებუსმა.
საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების აუცილებლობაზე კი კონგრესმენმა ნიუ იორკის შტატიდან ელიოტ ენგელმა ისაუბრა.
„ჩემი ნება რომ იყოს, საქართველო იქნებოდა ნატოს წევრი,“ - განაცხადა ელიოტ ენგელმა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ერიკ რუბინმა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
მიღებას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში არჩილ გეგეშიძე ესწრებოდა.