139-ე სკოლაში ჯგუფური მოწამვლის ფაქტი დაფიქსირდა. 10 წლის მოზარდები შეუძლოდ გაკვეთილის მიმდინარეობისას გახდნენ. 8 მოსწავლეს თავბრუსხვევა, პირღებინება და ზოგადი სისუსტის ნიშნები ჰქონდა.
მოწამვლის ფაქტი დილის 10 საათისთვის დაფიქსირდა. 3 ბავშვი იაშვილის კლინიკაში სასწრაფომ გადმოიყვანა. დანარჩენების გადაყვანაზე კი მშობლებმა განაცხადეს უარი.
სავარაუდოდ ბავშვების მოწამვლა ასაფეთქებელმა ნივთიერებამ გამოიწვია. თუმცა რეალური მიზეზების დადგენას ექიმები ცდილობენ.