საბავშვო ბაღებში მომავალი სასწავლო წლისთვის ბავშვების რეგისტრაცია ივლისის პირველ რიცხვებში დაიწყება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით ბაღებში ძირითადი სასწავლო პროცესი 30 ივნისს დასრულდება. ხოლო პირველი ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით 25-მდე საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი გაგრძელდება ე.წ. ზაფხულის სეზონისთვის. ბაღების ჩამონათვალი, რომლებიც ზაფხულში იმუშავებს ბაღების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.