03 ოქტომბერი 2024,   17:28
ვრცლად
„გუშინ რაც მოხდა, სამწუხაროა. მე ვგმობ ყოველგვარ ძალადობას და ეს მიუღებელია,“ - ღარიბაშვილი

„გუშინ რაც მოხდა, სამწუხაროა. მე ვგმობ ყოველგვარ ძალადობას და ეს არის მიუღებელი,“-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა სოფელ მოხეში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ კანონის წინაშე ყველა მოქალაქე თანასწორია და მნიშვნელობა არა აქვს, თუ ვინ რომელი რელიგიის მიმდევარი იქნება.

პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინ ბათუმში ვიზიტისას მას ადიგენის რაიონში ამ პრობლემის არსებობაზე სამცხე-ჯავახეთის მუფთი ესაუბრა და  საკითხის განხილვა სთხოვა.

ღარიბაშვილის თქმით, მსგავსი თემებისთვის მთავრობამ "რელიგიის საკითხთა სააგენტო" შექმნა, რომელთანაც უნდა შედიოდეს საჩივრები და სწორედ სააგენტომ უნდა მიმართოს ხელისუფლებას რეკომენდაციით. პრემიერმა განაცხადა, რომ მოხეს მოსახლეობას მათთვის არ მიუმართავს.

ღარიბაშვილი ასევე იხსენებს, რომ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა მას მიაწოდა ინფორმაცია რეგიონის მუფთთან შეხვედრის შესახებ. მხარის რწმუნებულის თქმით, მუფთის მოთხოვნა იყო მისთვის მცირე რეზიდენციის აშენება, რაზეც მხარეები შეთანხმდნენ და გადაწყდა, რომ სახელმწიფო მისთვის სოფელში არსებული მეჩეთის ტერიტორიაზე ადგილს გამოყოფდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევე ერთხელ აღნიშნა, რომ სოფელ მოხეს მეჩეთი უკვე აქვს და ადგილობრივ მუსლიმებს ლოცვის პრობლემა არა აქვთ. 

დღის ამბები