20 ნოემბერი 2024,   22:35
ვრცლად
ბიზნესმენი ვალერი შოშიაშვილი მიხეილ სააკაშვილის ყვარლის სახლის დაკავებას აპირებს

ყვარელში, მიხეილ სააკაშვილის კუთვნილი სახლის დაკავებას აპირებს ბიზნესმენი ვალერი შოშიაშვილი. ის ამ ქმედებით აპროტესტებს, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაზარალებული ბიზნესმენების საქმეების იგნორირებას. ინფორმაცია შოშიაშვილის გეგმის შესახებ მისმა პრესსამსახურმა გაავრცელა.

ყვარელში ყოფილი პრეზიდენტის სახლთან დილიდან იმყოფება ნაციონალური მოძრაობის კახეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, რომელმაც პოლიციაში განცხადება უკვე შეიტანა. ის უსაფრთხოების ზომების დაცვას ითხოვს.

დღის ამბები