17 ნოემბერი 2024,   19:48
ვრცლად
"ევროპული საქართველო" ზუგდიდის საოლქო კომისიას "ოცნების" მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე რეაგირებას სთხოვს

"ევროპული საქართველოს" წევრმა ბესო დონაძემ ზუგდიდის N67 საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივარი შეიტანა. მისი თქმით, მმართველი გუნდის კანდიდატი წინასაარჩევნო აგიტაციაში ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს.

დონაძის მტკიცებით, ირაკლი ჩიქოვანის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ატვირთულია ვიდეო რგოლები, სადაც ზუგდიდის საარჩევნო ოლქის საზღვრებში არსებული სკოლების პედაგოგები და საბავშო ბაღის თანამშრომლები მონაწილეობენ და მოუწოდებენ ამომრჩევლებს, ხმა მისცენ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატს. დონაძე საოლქოსგან საკითხზე რეაგირებასა და ყველა კანონდამრღვევი პირის დაჯარიმებას მოითხოვს.

თავის მხრივ, 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის განმარტებით, საკითხს შეისწავლიან, გამოიკვლევენ და შემდეგ შესაბამის რეაგირებას მოახდენენ.

დღის ამბები