კახა კუკავამ „სითი პარკის“ წინააღმდეგ საჩივრები დედაქალაქის მერიაში შეიტანა.
პარტია თავისუფალი საქართველოს ლიდერი აცხადებს რომ ევაკუატორით გადაყვანილი ავტომობილების მფლობელებს ჯარიმის სახით გადახდილი 60 ლარი უნდა დაუბრუნდეთ.
კახა კუკავა თბილისელებს მოუწოდებს, თანხის გადახდის ქვითარი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები, პარტია თავისუფალი საქართველოს ოფისში მიიტანონ.
„ჩვენი ამოცანაა 10 ათასი საჩივარი შევადგინოთ „სითი პარკის“ წინააღდმეგ, რაც გამოიწვევს იმას, რომ მათ მოუწევთ მილიონ ლარზე მეტის გადახდა თბილისელებისათვის. ეს პრაქტიკულად გამოიწვევს „სითი პარკის“ მონოპოლიის გაუქმებას,“ – განაცხადა კახა კუკავამ.