ესტონეთის პრეზიდენტი თბილისში ვიზიტს განაგრძობს.
ტომას ჰენდრიკ ილვესმა და გიორგი მარგველაშვილმა სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია დაათვალიერეს. გაეცნენ სტუდენტების მიერ შექმნილ ნამუშევრებსაც. პრეზიდენტებს საჩუქრად სტუდენტებმა ლაბორატორიაში დამზადებული საქართველოსა და ესტონეთის რუკებიც გადასცეს.
გიორგი მარგველაშვილმა და ტომას ჰენდრიკ ილვესმა ახალგაზრდებთან სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს.