შატილის თემის სოფელ ხონისჭალაში სტიქიის ზონაში უკვე ჩავიდნენ გეოლოგები. სამაშველო ბრიგადები სამუშაოების დასაწყებად სპეციალისტების დასკვნას ელოდებიან.
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორის მოადგილე გელა წიკლაური განმარტავს, რომ ადგილზე მძიმე ტექნიკის შეყვანა რთულია. მისი თქმით გადაწყდება რომელი ტექნიკური საშუალებებით განხორციელდება სამუშაოები.
ორი დღის წინ შატილის თემის სოფელ ხონის-ჭალიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით ჩამოწოლილი მეწყრის ზონაში მაშველები ადგილობრივებთან ერთად ცდილობენ დაკარგული გიორგი შეთეკაურის ძებნას.