19 ნოემბერი 2024,   06:46
ვრცლად
"სტრატეგია აღმაშენებლის" მხარდამჭერები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

მერიასთან დაკავებული "სტრატეგია აღმაშენებლის" მხარდამჭერები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

თბილისის მერიასთან გამართულ აქციაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის  4 პირი, მათ შორის, პარტიის საარჩევნო სიის ერთ-ერთი ნომერი პაატა მანჯგალაძე დააკავეს. პაატა მანჯგალაძე იმუნიტეტის, ხოლო დანარჩენი სამი დაკავებული ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. სამი დაკავებულის სასამართლო პროცესი რამდენიმე დღეში გაიმართება. 

შეგახსენებთ, თბილისის მერიასთან დღეს ხმაური იყო, ადგილზე შეკრებილები იყვნენ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრები და მხარდამჭერები. ისინი იმ ჯარიმის გაუქმებას ითხოვდნენ, რომელიც ხელმოწერების შესაგროვებლად დადგმული კარვების გამო დაეკისრათ.

შეკრებილები მერიის შენობაში შესვლას ითხოვდნენ, რისი უფლებაც მათ პოლიციამ არ მისცა.

დღის ამბები