03 ოქტომბერი 2024,   17:24
ვრცლად
193 მოსწავლიდან მოხეს საჯარო სკოლაში დღეს მხოლოდ 27 ბავშვი მივიდა

სოფელ მოხესა და 6 მიმდებარე სოფლის 193 მოსწავლიდან დღეს სკოლაში მხოლოდ 27 გამოცხადდა.  

სოფელ მოხეს საჯარო სკოლის დირექტორი თემურ ბერიძე "რუსთავი2-თან" ამბობს, რომ სასწავლო პროცესი ნაწილობრივ ჩაიშალა. თუმცა გაცდენის მიზეზებზე მას მშობლებთან ჯერ არ უსაუბრია. 

ადგილობრივები კი ამბობენ, რომ გუშინ მომხდარი დაკავებების შემდეგ საფრთხეს ხედავენ როგორც სამართალდამცველებისგან, ისე თანასოფლელებისგან და სწორედ ამიტომ არ უშვებენ შვილებს სკოლაში.

მათივე თქმით, სანამ სოფელში მდგომარეობა არ განიმუხტება, ბავშვები სკოლაში არ ივლიან. 

 

დღის ამბები