სტიქია დუშეთის რაიონში. გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდებულმა ხევმა გზის სავალი ნაწილი დატბორა.
განსაკუთრებით რთული ვითარებაა ბაზალეთის გადასახვევთან, სადაც ამ დროისთვის საავტომობილო მომოსვლა შეზღუდულია.
სტიქიის ადგილზე სპეციალური ტექნიკის მობილიზება ხდება, რათა ცენტრალური გზა გაიწმინდოს.
ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.