20 ნოემბერი 2024,   22:24
ვრცლად
ძლიერი წვიმა თბილისში - წაქცეული ხეები და დატბორილი ქუჩები

თითქმის ერთსაათიანმა გადაუღებელმა წვიმამ დედაქალაქაში პრობლემები შექმნა. დაიტბორა რამდენიმე ქუჩა.

ძლიერმა ქარმა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ხე წააქცია, რის გამოც გარეგანათების ბოძები დაზიანდა და რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება შეუწყდა.

ადგილზე სპეციალისტები დაზიანების შეკეთებას ცდილობენ. 

ძლიერი წვიმის გამო პრობლემებია შექმნილი დუშეთის რაიონშიც. 

როგორც თბილისში, ასევე დუშეთის რაიონში კურიერის კორესპონდენტები მუშაობენ. ახალი ამბები სტიქიის ზონიდან დეტალურად დილის კურიერში

ამავე თემაზე
დღის ამბები