20 ნოემბერი 2024,   22:39
ვრცლად
ადიდებულმა ვერემ თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი დატბორა

ადიდებულმა მდინარე ვერემ თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი დატბორა. სტიქიამ, სავარაუდოდ, 20-მდე ძაღლი იმსხვერპლა, ნაწილი კი - მოვარდნილმა წყალმა გაიტაცა.

თავშესაფრის პირველი სართული მდინარემ მთლიანად დაფარა. ადგილზე სულ 450 ძაღლი იმყოფებოდა. დაწესებულების თანამშრომლებმა მათი ნაწილის გამოყვანა გალიებიდან საკუთარი ძალებით შეძლეს.

ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

ამავე თემაზე
დღის ამბები