უხვი ნალექის გამო თბილისის შემოსასვლელთან კლდის ნაწილი ჩამოიშალა. შემთხვევა ზაჰესის ხიდთან მოხდა.
მომხდარის გამო შეფერხდა საავტომობილო მიმოსვლა. სპეციალურმა ტექნიკამ ტერიტორია დროულად გაწმინდა, რის შემდეგაც მანქანებისთვის გადაადგილება დასაშვები გახდა.
ადგილზე იმყოფებოდა კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი, რომელიც ვითარებას გაეცნო.