04 სექტემბერი 2026,   21:59
ვრცლად
განათლების მინისტრის მოადგილე პროფესიულ კოლეჯში "აისი" ინტეგრირებული სწავლების პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებს და მათ პედაგოგებს შეხვდა

განათლების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯში "აისი" ინტეგრირებული სწავლების პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებს და მათ პედაგოგებს შეხვდა და სწავლის დაწყება პირადად მიულოცა.

მინისტრის მოადგილემ სასწავლო გარემო და ის ლაბორატორიებიც დაათვალიერა, სადაც პროფესიული სტუდენტები გადიან მომზადებას.

როგორც ცნობილია, წელს პირველად გამოცხადდა რეგისტრაცია იმ პროგრამებზე, რომლებიც საბაზო განათლების მქონე სტუდენტებს, პროფესიული განათლების მიღების პარალელურად, სრულ ზოგად განათლებასაც სთავაზობს. 3 წლიანი პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კურსდამთავრებული სკოლის ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომს მიიღებს.

კოლეჯში "აისი" სწავლის მსურველ საბაზო საფეხურის განათლების მქონე პირებს საშუალება აქვთ დაეუფლონ შემდეგ პროფესიებს - ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავება, სატყეო საქმე და შედუღება.

დღის ამბები