03 ოქტომბერი 2024,   17:31
ვრცლად
ისანი-სამგორის რაიონიდან გათავისუფლებულმა თეონა ჭალიძემ საპროტესტო აქცია გამართა

ისანი-სამგორის რაიონის გამგეობასთან გამგებელთან შეხვედრის მოთხოვნით ადგილობრივი თვითმმართველობიდან გათავისუფლებულმა თეონა ჭალიძემ მხარდამჭერებთან ერთად აქცია გამართა.

იგი აცხადებს, რომ მის ადგილზე დანიშნული პირი, მარინე დავითულიანი "ოცნების" აქტივისტია.

გამგეობის ყოფილი თანამშრომელი ვახტანგ ქიზიყურაშვილის გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს და ატესტაციაში მონაწილეობის უფლებას ითხოვს.  ჭალიძის თქმით, მისი სამსახურიდან წამოსვლა პოლიტიკური ნიშნით მოხდა და მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა.

მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა გამგეობის შენობაში შესვლაც სცადეს. თუმცა არასამუშო საათების გამო დაცვამ მათ ამის უფლება არ მისცა.  

დღის ამბები