პრემიერ-მინისტრმა თბილისის მერიას და საკრებულოს მიმართა, რათა მათ დაიწყონ მსჯელობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის სახელის შეცვლასთან დაკავშირებით.
ეს განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
პრემეირ-მინისტრის განმარტებით, სასურველია, ის ალექსეევკას ნაცვლად თბილისის რუსთაველის სახელობის აეროპორტი გახდეს.
ღარიბაშვილის თქმით, მერიამ ამ საკითხთნ დაკავშირებით უნდა მოისმინოს თბილისელების აზრიც, რის შემდეგაც უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება.