ბოლო ინფორმაციით ელიზბარაშვილის თავშესაფარში 13 ძაღლია დაღუპული. მეცამეტე ძაღლის ცხედარი თავშესაფრის თანამშრომლებმა რამდენიმე წუთის წინ აღმოაჩინეს.
თავშესაფარში ამბობენ, რომ არ არის გამორიცხული დაღუპულ ცხოველთა რიცხვი გაიზარდოს. არსებული ინფორმაციით მდინარე ვერემ გაიტაცა კიდევ რადმდენიმე ძაღლიც, თუმცა უცნობია მათი კონკრეტული რაოდენობა.
ამ წუთებში თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
თბილისში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ვერემ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის დიდი ნაწილი გაანადგურა.
დაზიანებულია ვოლიერები სადაც ძაღლები იმყოფებოდნენ. თავშესაფარში მყოფი დათვები გადარჩნენ.
არსებული ინფორმაციით თავშესაფარში დღის განმავლობაში ვაკის გამგებელიც მივა.