20 ნოემბერი 2024,   22:26
ვრცლად
სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფელ მლაშესთან გზის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო

სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფელ მლაშესთან საგზაო ტექნიკამ გზის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო, სოფელი ტექნიკის გამოჩენას დღეს დილიდან ელოდებოდა.

გამთენიისას მოხერხდა დუშეთთან დამაკავშირებელ ერთერთ ცენტრალურ გზაზე მოძრაობის აღდგენა. თუმცა მაინც რთული ვითარება რჩება სოფელი მლაშესთან. 

ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ სტიქიის შედეგად მათი სასოფლო-სამეურნეო მიწები დაზიანდა. ასევე დუშეთის რაიონის სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა, თუმცა ამ დროისთვის 5000 ადამიანს უკვე აღუდგა ელექტროენერგია.

ზარალის შესასწავლად დილიდან ჩართულია სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

 

ავტორი: დავით კაკულია

ამავე თემაზე
დღის ამბები