04 სექტემბერი 2026,   23:45
ვრცლად
ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში კორონავირუსი სამედიცინო პერსონალს დაუდასტურდა

ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში სამედიცინო პერსონალს კორონავირუსი დაუდასტურდა.  რეფერალური საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, ამ ეტაპზე კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს, თუმცა, სავარაუდოდ, მას კლინიკაში ახლო კონტაქტი მხოლოდ ორ პირთან ჰქონდა და ისინი თვითიზოლაციაში გადავლენ.

ამასთან, საავადმყოფოში სპეციალური ზომების მიღება არ იგეგმება. ინფიცირებული სამედიცინო პერსონალი ჩხოროწყუდანაა. რაც შეეხება სხვა დადასტურებულ შემთხვევებს, კორონავირუსი რეგიონში კიდევ 13 პირს გამოუვლინდა, მათგან ორის ინფიცირების წყარო უცნობია და მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა.

ინფიცირებულებს შორისაა ოკუპირებული აფხაზეთიდან შემოყვანილი პირიც. სულ რეგიონში 231 პირია ინფიცირებული, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

დღის ამბები