03 ოქტომბერი 2024,   17:31
ვრცლად
"სოფელ მოხეში სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა," - თამარ სანიკიძე

სოფელ მოხეში სასწავლო პროცესის შეჩერებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გამოეხმაურა. 

სანიკიძე განმარტავს, რომ სოფელ მოხეში სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილ. თუმცა გარკვეული პროტესტი იყო  მიმდებარე 3 სოფელში სადაც სწავლა შეფერხდა. მისივე თქმით, მიუხედავად გარკვეული პრობლემებისა, ადგილზე იმყოფებიან მასწავლებლები და რესურს-ცენტრის წარმომადგენლები.  

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა აღნიშნა, რომ მოსწავლეების გაცდენები ყველა წესის დაცვით აღირიცხება და სკოლას მოუწევს კანონით განსაზღვრული ნორმების დაცვა.

შეგახსენებთ, რომ მოხეს საჯარო სკოლაში დღეს, 193-ის ნაცვლად, მხოლოდ 27 ბავშვი მივიდა. სკოლის დირექტორმა rustavi2.com-თან საუბარისას განაცხადა, რომ სასწავლო პროცესი ძირითადად ჩაიშალა. თუმცა გაცდენის მიზეზებზე მას მშობლებთან არ უსაუბრია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები