"ცხოვრება მწყურია, ოცნება მქონდა ციხიდან გამოვსულიყავი,"- ეს განცახდება რამდენიმე წუთის წინ სასამართლო სხდომაზე ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი ოქროპირიძემ გააკეთა.
ოქროპირიძემ ნაფიცი მსაჯულების წინაშე თქვა, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია და მას მახარაძე არ მოუკლავს.
"ძლივს გამოვაღწიე ციხიდან, ჩემი ოცნება იყო გამოვსულიყავი ციხიდან და ცხოვრება ამეწყო. ცხოვრება მწყურია, აზრი არ აქვს ჩემს ცხოვრებას ციხეში. ლაშა მახარაძესთან შეხება არ მქონია, არც გამიფუჭებია და დამიშავებია მისთვის არაფერი. იარაღი არ მდებია, რითი უნდა მომეკლა. შორტებით ვიყავი შეყვარებულთან გასული ჩემს საქმეზე. საერთოდ არ გავდიოდი გარეთ როგორ უნდა მენახა ბებიაჩემს ვუვლიდი,"- გიორგი ოქროპირიძე.