ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით, მხოლოდ საავადმყოფოებში 4 000-მდე საწოლია მობილიზებული.
"საქართველოს მასშტაბით, მხოლოდ საავადმყოფოებში 4 000-მდე საწოლია მობილიზებული. გარდა ამისა, კოვიდსასტუმროებში მობილიზებულია 3 900-მდე საწოლფონდი, რაც გადაფარულია ექიმების ბრიგადებით და შესაბამისად, იქ მოთავსებული პაციენტები იღებენ ყველა საჭირო დახმარებას.
დღის ბოლომდე COVID-ის მართვაში ჩაერთვება კიდევ 4 კლინიკა, რის შემდეგაც მხოლოდ თბილისში 1200 თავისუფალი საწოლი გვექნება," - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.