რა კრიტერიუმით ხდება ჩამორთმეული ქონების დაბრუნება მოქალაქეებისთვის - პროცედურებთან დაკავშირებით განმარტება პროკურატურამ გააკეთა.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, მას შემდეგ რაც კონკრეტული საქმესთან დაკავშირებით განაცხადი იქნება პროკურატურაში წარდგენილი, მოხდება მისი შესწავალა, დაიწყება მისი გამოძიება და თუ გამოძიების პროცესში დადგინდა, რომ კონკრეტულ მოქალაქეზე საჯარო მოხელე ახორციელბდა ზეწოლას, ამ შემთხვევაში შედეგება შემაჯამებელი განაცხადი. ის გადაეგზავნება შესაბამის უწყებებს იმისავის, რომ მოხდეს ქონების დაბრუნება.
„ჩვენ გამოვარჩევთ იმ საქმეებს და იმ ფაქტებს, სადაც დგინდება, რომ დაზარალებულს კანონიერად აქვს შეძენილი ეს ქონება და მას ცალკეული საჯარო მოხელის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად უკანონდ ჩამოართვეს, დაათმობინეს აჩუქებინეს ან მიატოვებინეს მისი საკუთრება. შემდგომ ეტაპზე თუ ჩვენ მოვიპოვებთ საკმარის მტკიცებულებებს, რომ ვამხილოთ საჯარო მოხელე მოქალქის მიმართ განხორციელებულ ქმედებაში, ამის შემდეგ პროკურატურა იღებს შემაჯამებელ გადაწყვეტილებას. სწორედ ამ თვალსაზრისით იქნა შერჩეული ხსენებული 5 ფაქტი და ჩვენ ეს 5 ფაქტი გამოვიტანეთ საზოგადოების წინშე,“ - განაცხადა კოკა კაციტაძემ.
მისივე თქმით, რა ფორმით ანაზღაურდება ზიანი ეს უკვე კონკრეტული სამინისტროს კომპეტენციაში შედის.