ძლიერმა ნალექმა დიღომში, მიწისქვეშა გადასასვლელში მდებარე რამდენიმე მაღაზია მთლიანად დატბორა. დატბორვის მიზეზი სანიაღვრე სისტემა გახდა. წვიმის შედეგად სააკაძის მოედანზე გზის სავალი ნაწილიც დაზიანდა.
ძლიერმა ნალექმა აჭარის ქუჩაზე მდებარე საერთო საცხოვრებელიც დააზიანა, სადაც დევნილები და სოციალურად დაუცველები ცხოვრობენ.
გუშინ მოსულმა უხვმა ნალექმა თბილისში არაერთი პრობლემა შექმნა. დაიტბორა ქუჩები, საცხოვრებელი სახლები, წაიქცა ხეები, დაზიანდა ელექტროენერგიის სადენები.
სტიქიამ თბილისში ძაღლებიც იმსხვერპლა. ადიდებული მდინარე ვერე თამაზ ელიზბარაშვილის ცხოველთა თავშესაფრის პირველ სართულზე შევარდა და 13 ძაღლი იმსხვერპლა.
ავტორები: ეკო მაღრაძე, ტატო გურგენიძე, თამარ შალოშვილი.