20 ნოემბერი 2024,   22:30
ვრცლად
პროკურატურის მიერ დაზარალებულად გამოცხადებული პირები გამოძალვის ფაქტებს უარყოფენ

პირები, რომლებიც პროკურატურის მიერ დაზარალებულებად გამოცხადდნენ, გამოძალვისა და ზეწოლის ფაქტებს უარყოფენ.

ბადაშვილის უწყების მიერ გახსნილად გამოცხადებულ საქმეში გასარკვევი ბევრი დეტალია.
მოწმე, რომელზეც პროკურატურაში საუბრობენ შპს "ლაგის" ერთ-ერთი მეწილეა. გრიგოლ პატარიძემ გუშინ კურიერთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი პარტნიორის ლაშა კვინიკაძის მიმართ ზეწოლა არ მომხდარა.

კიდევ ერთი საქმე რომელიც, პროკურატურამ გახსნილად გამოაცხადა და დაზარალებულის ოჯახმა არ დაადასტურა, შპს „ლუქსს“ ეხება. გამოძიების ინფორმაციით კომპანიის დირექტორს, ზაზა ვაშაკიძეს, სახელმწიფო მოხელემ 110 ათასი ლარი გამოსძალა.

ამ თემაზე დღეს კომენტარი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემაც გააკეთა. ლევან იზორიას განცხადებით, გაუგებრობის შემთხვევაში საქმე სასამართლოს უნდა გადაეცეს.

სამართლიანობის აღდგენისთვის შექმნილმა პროკურატურის დეპარტამენტმა 5 დასრულებული საქმე გუშინ წარმოადგინა. 

ავტორები: ბექა მჭედლიშვილი, რამაზ უთრუგაშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები