ამ დროისთვის პროკურატურის სპეციალური დეპარტამენტი გამოძიებას 118 საქმეზე აწარმოებს, თუმცა როგორც დღეს გახდა ცნობილი შესაძლოა ყველა დაზარალებულმა კუთვნილი ქონება ვერ დაიბრუნოს. განცხადება ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.
პრემიერი ამბობს, რომ ყველა საკითხის ინდივიდუალურად შესწავლა უნდა მოხდეს. პროცესის გაჭიანურებაზე ისაუბრა დღეს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმაც.
ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ თავდაპირველად იმ მოქალაქეების საჩივრები დაკმაყოფილდება, ვის ქონებასაც მთავრობა განკარგავს.
თავისუფალმა დემოკრატებმა მთავრობა წინასაარჩევნო დანაპირების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა, საპარლამენტო უმცირესობა კი პროცესის პოლიტიზაციაზე საუბრობს.
პროკურატურაში განმარტავენ, რომ გახსნილად გამოცხადებული 5 საქმე მუშაობის პირველი ეტაპის შედეგია და დეპარტამენტში გამოძიება ამ დროისთვის 118 სხვა საქმეზე მიმდინარეობს.
ავტორები: ნინო სამყურაშვილი, ზვიად იგრიაშვილი, ამირან ვარდოსანიძე.