03 მაისი 2024,   17:35
ვრცლად
დონალდ ტრამპის 14 წლის შვილს კორონავირუსი ჰქონდა, თუმცა "რამდენიმე დღეში განიკურნა"

აშშ-ის პრეზიდენტის 14 წლის შვილს, ბარონ ტრამპს კორონავირუს ჰქონდა, თუმცა ის უკვე განიკურნა, ამის შესახებ დონალდ ტრამპის ცოლმა, მელანია ტრამპმა განაცხადა. 

მისი თქმით, ბარონის ინფიცირება კოვიდტესტმა დაადასტურა. მელანია ტრამპი აღნიშნავს, რომ Covid-19 უსიმპტომოდ მიმდინარეობდა. 

ინფექცია უკვე ჰქონდათ დონალდ ტრამპსა და მის მეუღლეს, ასევე - თეთრი სახლის რამდენიმე თანამშრომელს, თუმცა ყველა მათგანი უკვე გამოჯანმრთელდა. 

მელანია ტრამპის თქმით, მის შვილს COVID-19 ძალიან მოკლე პერიოდის განმავლობაში ჰქონდა. 

დღის ამბები