139-ე საჯარო სკოლაში ბავშვების მოწამვლასთან დაკავშირებით სკოლის თანამშრომელმა ისაუბრა.
მას მიაჩია, რომ მოსწავლეები შეუძლოდ მას შედეგ გახდნენ, რაც სკოლის მიმდებარე ტერიტორია ქვეწარმავლების წინააღმდეგ შეიწამლა.
სკოლის დარაჯი განმარტავს, რომ ტერიტორია ყოველწლიურად სწავლის დასრულების შედეგ იწამლება, მაგრამ წელს ეს სკოლის არდადეგებამდე მოხდა.
სასწავლო პროცესი 139-ე საჯარო სკოლაში დღეს დილით განახლდა. პედაგოგები და მშობლების ნაწილი მოწამვლის ფაქტს ადასტურებენ, თუმცა მომხდარს მაინც პანიკას უკავშირებენ.
რა გახდა, 139-ე სკოლის 8 მოსწავლის ცუდად გახდომის მიზეზი, ამაზე პასუხი არ აქვთ დაავადებათა კონტროლის ცენტრში. საჯარო სკოლის დირექტორი კი ამტკიცებს, რომ ლაბორატორიის კვლევის შედეგები მისთვის უკვე ცნობილია.
განათლების მინისტრი მომხდარში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს და ინციდენტს გამოცდებთან დაკავშირებულ მღელვარებას უკავშირებს.
ავტორები: სალომე ბოკუჩავა, ლევან კალანდია, ოთო ჯაში.