03 ოქტომბერი 2024,   17:16
ვრცლად
საქართველოში უცხოელებს ბინადრობის პრობლემები არ ექნებათ

უცხოეთის მოქალაქეებს საქართველოში ბინადრობასთან დაკავშირებული პრობლემები აღარ ექნებათ.

მთავრობამ დღეს დაამტკიცა ცვლილებების პროექტი "უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონში.

პროექტი იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა. მინისტრის განმარტებით, პრობლემები, რომელიც შეექმნათ უცხოეთის მოქალაქეებს ახალი სავიზო რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, დღის წესრიგიდან მოიხსნება.

ამ ცვლილებებით უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებს, რომლებმაც 1 სექტემბრამდე ვერ მოაწესრიგეს საქართველოში ბინადრობისთვის საჭირო საბუთები, ამისთვის 1 მარტამდე მიეცემათ ვადა და ისინი თავიანთ ქვეყანაში დაუბრუნებლად, საქართველოშივე შეძლებენ მიიღონ შესაბამისი კატეგორიის ვიზები.

"მათ ექნებათ საშუალება იუსტიციის სახლში აიღონ შესაბამისი ბინადრობის ნებართვა, თუკი ამისათვის საკმარისი საბუთები ექნებათ. დღეს ასევე დამტკიცდა ცვლილება, რომლის თანახმად, ყველა ინგილოს, თუ სხვა ჩვენი ქვეყნის შვილს, თუკი ექნება თანამემამულის სტატუსი, შეეძლება სპეციალური ბინადრობის ნებართვის მოთხოვნით სერვისის განვითარების სააგენტოს მიმართოს, თან ისე, რომ არ მოუხდეს თავის ქვეყანაში წასვლა. ეს შეღავათები მოგვცემს საშუალებას, რომ უცხოელებს, სხვა ქვეყნის მოქალაქეებს მიეცეთ საშუალება საკუთარი საბუთები პირველ მარტამდე მოაწესრიგონ და თანაც ისე, რომ ჩვენი ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი ევროკავშირთან არ დაზიანდეს," - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები